ახალგაზრდა ლიდერები
04 თებერვალი 2012
განცხადება
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია პროექტის _ ,,ახალი გამომსახველობითი ელემენტები გაზეთებისთვის'' (ფინანსური მხარდამჭერი IREX-საერთაშორისო კვლევის და გაცვლების საბჭოს პროგრამა

ყურადღება!
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია პროექტის _ `ახალი გამომსახველობითი ელემენტები გაზეთებისთვის~ (ფინანსური მხარდამჭერი IREX-საერთაშორისო კვლევის და გაცვლების საბჭოს პროგრამა
_ `ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეობის ინფორმირებულობას~ (G-MEDIA)
აცხადებს კონკურსს!
ყურადღება!
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია პროექტის _ ,,ახალი გამომსახველობითი ელემენტები გაზეთებისთვის'' (ფინანსური მხარდამჭერი IREX-საერთაშორისო კვლევის და გაცვლების საბჭოს პროგრამა
_ ,,ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეობის ინფორმირებულობას'' (G-MEDIA)
აცხადებს კონკურსს!
05 ოქტომბერი 2011
ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტის სრული და ნაწილობრივი სტიპენდიები ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
10 აგვისტო 2011
საერთაშორისო კულტურული ლიდერობის პროგრამა
28 ივლისი 2011
სტიპენდიები ევროპულ უნივერსიტეტებში
11 ივლისი 2011
თუშეთში ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი გაიმართება
04 ივლისი 2011
ეკო დღეები თელავში

ეკო დღეები თელავში
თელავის განათლების განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა მოაწყო 2-დღიანი ეკო დღეები. მონაწილეობას იღებდნენ კახეთის სხვადასხვა პარტნიორი სკოლის ბავშვები, მათ შორის იყო ქ.გურჯაანის #1 და #2 და სოფელ გურჯაანის სკოლები. სკოლიდან წარმოდგენილი იყოს სამოქალაქო განათლების კლუბის ორგანიზატორი (ორგანიზატორები).
კლუბის ხელმძღვანელმა ნათია ქარჩაძემ აღნიშნა:
-`ყოველწლიურად უნდა განხორციელდეს 4 დიდი ღონისძიება, 3 დიდი ღონისძიება უკვე განხორციელდა ადგილზე, 4 ღონისძიება, რომელიც იქნებოდა დასკვნითი, გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა თელავში, მოვიწვიეთ პარტნიორი სკოლიდან ბავშვები და მოვაწყეთ აქცია გამწვანება-დასუფთავებასთან დაკავშირებით, რომელსაც უბრალოდ ვუწოდეთ ეკო დღეები. დროში დაგეგმილი იყო სხვადასხვა პროექტი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დასუფთავება-გამწვანების აქცია~.
დღის პირველ ნახევარში მოხდა ქალაქის პრიორიტეტული ადგილის დასუფთავება-გამწვანება. დასუფთავდა ჩოხელის გორა და გამწვანდა გორასთან ახლოს მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. დღის მეორე ნახევარში ჩატარდა სემინარი კახა სუხიტაშვილის მიერ. სემინარი უშუალოდ ეხებოდა კლიმატის ცვლილებას, მოქალაქის უფლება-მოვალეობას. სემინარის შემდეგ ამ თემაზე გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთო ყველა ბავშვი.
ბატონმა კახამ აღნიშნა:
-`ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო პირველი ის, რომ გვესაუბრა გარემოს დაცვაზე, ადამიანის უფლება-მოვალეობაზე, ბავშვებისთვის მიმეცა მეტი ინფორმაცია კლიმატის ცვლილებებზე, გლობალურ დათბობაზე. მე ძალიან მიხარია ასეთი აქტიურები რომ იყვნენ მოსწავლეები. მთავარი ისაა, რომ თითოეული მათგანმა გაითავისოს პასუხისმგებლობა, თავისი უფლება-მოვალეობა გარემოს დაცვის საკითხებზე. კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით, ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ბავშვები მისმენდნენ და აქტიურად იყვნენ ჩართული. როგორ გამოიყენებენ ამ ყველაფერს მომავალში ეს უკვე მათი საქმეა~.
განსატვირთად საღამოს მოეწყო დისკოთეკა, სადაც უკეთ გაიცნეს ბავშვებმა ერთმანეთი და კარგად იმხიარულეს.
24 ივნისს კლუბებმა ანგარიში წარადგინეს, იმუშავეს ჯგუფურად სამომავლო გეგმებზე. ბოლოს კი, მერიკო პაპუნაშვილმა და ნათია ქარჩაძემ ჩაატარეს საინტერესო ტრენინგი მოხალისეობასა და ლიდერობაზე.
მართლაც რომ, ყველა მონაწილეზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თელავში ჩატარებულმა 2-დღიანმა ეკო დღეებმა და ვფიქრობთ, უკეთესი იქნება, თუ ხშირად გაიმართება ასეთი აქციები.
ანა მაჩიტაძე
XI კლასი
თელავის განათლების განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა მოაწყო 2-დღიანი ეკო დღეები. მონაწილეობას იღებდნენ კახეთის სხვადასხვა პარტნიორი სკოლის ბავშვები.
01 ივლისი 2011
კონფერენცია ახალგაზრდა ლიდერებისათვის
10 ივნისი 2011
თელავის უნივერსიტეტში დემოკრატიის სკოლა გაიხსნა

დემოკრატიის განათლების ცენტრი თელავში
8 ივნისს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს დემოკრატიის განათლების ახლადშექმნილი ცენტრის წარმომადგენლები ლევან ცუცქირიძე და ირაკლი ქობალია ეწვივნენ. მათი ვიზიტის მიზანი იყო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან ერთად საუბარი პროგრამაზე, რომელიც სულ ახლახანს დაიწყო.
დემოკრატიის სკოლა ჩამოყალიბდება უნივერსიტეტის ბაზაზე და ნებისმიერ მსურველს ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს შესარჩევ კონკურსში. ასაკის მიიმალური ზღვარია 18 წელი. სავარაუდოდ შეირჩევა 25 მონაწილე. სწავლა კი სექტემბერში დაიწყება. მსურველებს შეუძლიათ 8 ივლისამდე აპლიკაციები გაგზავნონ შემდეგ მისამართზე: წწწ.სცჰოოლ.ნიმდ.გე
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დემოკრატიის განათლების ცენტრი შეიქმნა. უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს ცენტრის წარმომადგენლები ლევან ცუცქირიძე და ირაკლი ქობალია ეწვივნენ. მათი ვიზიტის მიზანი იყო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან ერთად საუბარი პროგრამაზე, რომელიც სულ ახლახანს დაიწყო.
07 ივნისი 2011
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა(FLEX)
02 ივნისი 2011
ვისთვის არის "ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამა"

თელავის მერის კანდიდატის პლატონ კალმახელიძის ერთი სამუშაო დღე (R)
განცხადებები
პირველი განცხადება
მეორე განცხადება