
საქართველოში ყოველწლიურად 2000-ზე მეტი დასახელების პესტიციდების იმპორტი ხორციელდება. ხელშეკრულება პესტიციდების იმპორტზე მწარმოებელ და დისტრიბუტორ კომპანიებსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის არ ფორმდება. შესაბამისად, იმპორტირებული პროდუქციის ხარისხსა და ვარგისიანობის შესახებ მონიტორინგი არ ხდება.

წლების განმავლობაში კახეთში სასმელი წყლის შემადგენლობაში ბაქტეოროლოგიური დაბინძურება ფიქსირდებოდა, რომელსაც ხშირ შემხთხვევაში, მოძველებულ სასმელი წყლის მაგისტრალს და მოუწყობელ სათავე ნაგებობებს მიაწერდნენ, მაგრამ ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ წყლის დაბინძურების მიზეზი წყლის სანიტარული ნორმების დარღვევა იყოს, რომელსაც უკანონო ნაგავსაყრელები, დაბინძურებული ზედაპირული წყლები, ქალაქებიდან გამომავალი კანალიზაციები და სათავე ნაგებობებთან ახლოს მდებარე სასაფლაოები იწვევდეს. უკვე დადასტურებულია, რომ ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო სასმელი წყლის ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს.
