კახეთის ხმა

   კახეთის ხმა 2002 წელს დაარსდა და კახეთის რეგიონის პირველი დამოუკიდებელი გამოცემაა, რომელიც თითქმის 10 წელია ასახავს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებისათვის საჭირბოროტო და მნიშვნელოვან თემებს და რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს აწვდის ინფორმაციას სოფლის მეურნეობის, სოციალური სფეროს, განათლების, კულტურის, სამოქალაქო განათლების საკითხებზე.  `კახეთის ხმის` მთავარი მახასიათებელი, რაც ხაზს უსვამს მის უპირატესობას რეგიონის მედია სივრცეში, სწორედ იმ საკითხების აქტიური გაშუქება-ანალიზია, რაც  ყველაზე საინტერესოა კახეთის მცხოვრებთათვის და რასაც, სხვა მედიები სათანადო ყურადღების გარეშე ტოვებენ.

      მას შემდეგ, რაც კახეთის ხმამ გამოკვეთა საკუთარი აუდიტორია, რომელსაც ძირითადად სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ადამიანები და, აგრეთვე, ახალგაზრდები შეადგენენ, არსებითად გააუმჯობესა საკუთარი კონტენტის წარმოება სწორედ აუდიტორიის პოტენციური ინტერსების დასაკმაყოფილებლად.

    რეგიონის 400 000 ათასიან აუდიტორიის ნაწილს, რომელთაგან 80% სოფლის მეურნეობის დარგშია ჩართული, მხოლოდ კახეთის ხმის მეშვეობით აქვს შესაძლებლობა მიიღოს ყველაზე საჭირო და ობიექტური ინფორმაცია, რჩევები, მოსაზრებები სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებისა და სიახლეების შესახებ.   2009 წელს კახეთის ხმამ დაიწყო სახელმწყოფო პროგრამა რთველის 2008 ის მონიტორინგი, რომელმაც რედაქციას საშაულება მისცა ერთი წლის მანძილზე ინტენსიურად ეწარმოებინა არსებითად ახალი კონტენტი. ჩანართში - გამჭირვალე ბიუჯეტი, რომელიც ინტენესიურად გამოიცემოდა,  გამოქვენდა ისეთი სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ადრე მიუწვდომელი და დახურული იყო საზოგადოებისათვის. გაზეთმა საჯარო მონიტორინგი გაუწია სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობას და ფართო საზოგადოება, მკითხველები და დაინტერესებული მხარეები უშუალოდ ჩართო პროგრამის შეფასებაში. აღნიშნული პროეტი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით დაფინანსდა. მნიშვნელოვანი იყო რეკომენდაციების, მკითხველთა ინიციატივების არა მხოლოდ გაშუქების უზრუნველყოფა, არამედ სოფლის მეუროების სამინისტროსადმი წარგენა, რამაც გაზრდა გამოცემის ავტორიტეტი. შედეგი იყო ისიც, რომ სამინისტრომ გაითვალისწინა კახეთის ხმის ჟურნალისტების მიერ დადასტურებული დარღვევების ფაქტები და გლეხებს, რომელთაც სახელმწიფოსგან პროდუქტის რეალიზაციის თანხა ჰქონდათ მისაღები, სრულად აუნაზღაურდათ.

      აღსანიშნავია თავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეცნიერთა და ექსპერტთა, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ჩართულობა.  მწვავე თემებზე გამართულმა დისკუსიებმა დაინტერესებულ მხარეებს კომპრომისისაკენ უბიძგა, რამაც გაზარდა გაზეთის ავოტიტეტი და შესამაბისად, ტირაჟი. 

     გაზეთს აქვს ყოველდღიური მცირე ფორმატიანი საინფორმაციო ფურცლების გამოცემის გამოცდილებაც. 2009 წლის შემოდგომაზე კონკრეტულად რთველის დროს კახეთის ხმა მკითხველს ყოველდღიურად აწვდიდა ინფორმაციას გასაღების ბაზრის, პროდუქტის რეალიზაციის გზების შესახებ. აგრეთვე სიახლეებს აგრო სფეროში. 2008 წლიდან დღემდე კახეთის ხმის მუდმივი რუბრიკაა სოფლის ხმა, რომლის გარშემო შემოკრებილია მკითხველთა ფართო წრე. რუბრიკას ჰყავს პარტნიორები. მუდმივად თანამშრომლობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია ელკანა, კაჭრეთის პროფესიული განათლების ცენტრი, ღვინის კლუბი, აკადემიური სამეცნიერო ცენტრების მეცნიერები.

    საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილებაზე მეტყველებს  ჟურნალისტური საგამოძიებო სატატიები და სიღრმისეული ნაშრომები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, რომელმაც გარკვეული ზემოქმედებაც მოახდინა სახელმწიფო პოლიტიკაზე:

    2010 წლის ბოლოს კახეთის ხმაში გამოქვეყნებული ჟურნალისტიური გამოძიება `ალაზანს გაღმა დარჩენილი საქართველო` გახდა საფუძველი იმისა, რომ მთელ რიგ საჯარო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პარლამენტს, გარკვეული დღის წესრიგი შეემუშავებინათ და სტატიაში დასაბუთებული მტკიცებულებების გარშემო ემსჯლეათ და საკუთარ მიმართულებებში შეეტანათ.  პრობლემის ირვგვლიც გამოკვეთილი გარემოსდაცვითი, მწვავე ეკოლოგიური და სოციალური საკითხები გასცდა რეგიონის მნიშვნელობას და საზოგადოება არსებითი მონაწილეობის ფაქტის წინაშე დააყენა.

     იგივე შეიძლება ითქვას სასმელი წყლის ხარისხის პრობლემის გაშუებაზე, რომელმაც შესაბამისი სამსახურების დაუყოვნებლივი ანგარიშვალდებულება აჩვენა. ამგვარი მწვავე საზოგადოებრივი თემატიკის დისტრიბუციისას რედაქცია აქტიურად იყენებს ყველა შესაძლო რესურსს, რაც განაპირობებს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის ცისრკულაციას არა მხოლოდ რედაქციის ფარგლებში, არამედ მის არეალს გარეთაც. საგამოძიებო საკითხები საჯარო დისკუსიის სახეს იძენს, ტარდება ღია განხილვები,  პრეს კონფერენციები, შეხვედრები მკითხველთან.

     30 მარტს ადგილობრივი ტელევიზიის ღია ეთერში კახეთის ხმამ საგამოძიებო სტატიების ყველა  აქტუალური საკითხების შგარშემო საჯარო დისკუსია გამართა, რაც უდავოდ ზრდის მკითხველთა წერეს და ინტერესს. კახეთის ხმის ფოკუსშია საგანმანათლებლო და ისეთი სოციალური საკითხები, რაც ფაქტობრივად არ გაშუქებულა სხვა მედიების მიერ. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია  ინკლუზიური სწავლების შესახებ სიღმისეული სტატიის მომზადება, რაც განსაკუთრებულ ჟურნალისტურ ხერხებს, ეთიკას და პროფესიონალიზმს ითხოვს.

    კახეთის ხმა ინტენსიურად აშუქებდა ეთნიკური უმცირესობების პრობლემებსაც, არჩევნების დროს გამოსცემდა ჩანართს აზერბაიჯანულ ენაზე. 2008-2010 წლებში თემატურ ჩანართებს. უკვე ორი წელია მზადდება ევროპის ჩანართი ევროპის დროით, სადაც მკითხველებს შეუძლიათ ევროკავშირის ღონიძიებების შესახებ მიიღონ ინფორმაცია.  2011 წლის მაისიდან კი სათემო პრობლემების დეატლურ გაშუებას უზრუნველყოფს ჩანართში `კომუნა, რომელსაც კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი კავკასიური სახლისა და სათემო განვითარების ცენტრის მხარდაჭერით მზადდება.

    ახალგაზრდა მკითხველთა აუდიტორიის დეფიციტი, რაც გაზეთების დიდ გამოწვევად იქცა, კახეთის ხმის რედაქციისათვის უაღესად საინტერესო იდეის გენარატორი აღმოჩნდა.   2007 წლიდან დღემდე გაზეთის გარშემო არსებული ახალგაზრდა მოხალისეთა რესურსი და თინეიჯერული და სტუდენტური პროგრამები კახეთის ხმისთვის საამაყოა. 2008 წელს ქალაქ ამსტერდამში გაზეთების მსოფლიო ასოციაციის - ახალგაზრდა მკითხველთა ჟიურის სპეციალური პრიზი კახეთის ხმას `აზალგაზრდა ლიდერთა პროგრამისათვის~ გადაეცა, რაც ქართულ გამოცემებს შორის პირველი ჯილდოა.



 

თელავის მერის კანდიდატის პლატონ კალმახელიძის ერთი სამუშაო დღე (R)

kakhetinews.ge

განცხადებები
პირველი განცხადება
მეორე განცხადება