მედია ცენტრი
პროექტები
06 ოქტომბერი 2014
განხორციელებული პროექტები 
მედია ცენტრი კახეთი დაფუძნდა 2002 წლის 3 სექტემბერს. ორგანიზაციის შექმნის იდეა დაეფუძნა დამოუკიდებელი მედიის განვითარების მხარდაჭერის საჭიროებას და იმ ლეგიტიმურ უფლებას, რომ სამოქალაქო საზოგადოებას  უფლება აქვს მიიღოს ობიექტური ინფორმაცია და იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
თავდაპირველად ორგანიზაციის დამფუძნებლებმა, როგორც კერძო ინიციატორებმა გაიარეს რა  პროექტ ჰარმონიას, ქალთა ლიდერობის პროგრამა, გადაწყვიტეს თემის აქტიურ, ლიდერ ქალთა მობილიზაცია ორგანიზაციის მიზნების პოტენციური მხარდაჭერისათვის. 
მალევე გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში 2002-2003 წლებში საქართველოს 5 რეგიონის თემის, სოფლის ლიდერ ქალთათვის ჩავატარეთ ტრეინინგების ციკლი “აქტიური სამოქალაქო როლი და ლიდერობა”. 
დაფუძნებისთანავე  ორგანიზაცია აქტიურად იყენებს  გაზეთ `კახეთის ხმის~ რესურსებს. ფაქტობრივად, ეს ორი ორგანიზაცია  ერთად უზრუნველყოფს  კახეთის რეგიონში უფრო ინფორმირებული და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისა და სამოქლაქო კულტურის ფორმირების ხელშეწყობას.
2007 წელს, როგორც ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფესტივალის `მე ადამიანის~ თანაორგანიზატორმა, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახელობის სახლ-მუზეუმში მოაწყო ვორქ-შოპი ფოტოჟურნალისტებისათვის და ორგანიზება გაუკეთა ფოტო გამოფენას. ამ აქტივობის მხარდამჭერები ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, ევროკომისიის წარმომადგენლობა და კავკასიის ჟურნალისტთა სკოლა GIPA იყვნენ.
მედია ცენტრი `კახეთის ხმასთან` ერთად აქტიურად იყენებს ახალგაზრდა მოხალისეთა რესურსებს პროექტის `ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის` ინსტრუმენტით. ეს პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო კულტურის ამაღლებას და მათ ჩართვას სამოქალაქო პროცესებში.
სწორედ ამ რესუსების აქტიური გამოყენებით მედია ცენტრმა დაიწყო სამოქალაქო მონიტორინგის აქტივობები 2008-2009 წლებიდან. თავდაპირველად გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (Gთძ) მხარადაჭერით სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა ინიციტივების წარდგენა სიღნაღის საკრებულოში და საკრებულოს გადაწყვეტილებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება.
სამოქალაქო და მედიის ერთობლივი მონიტორინგის კარგი მაგალითი იყო  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი რთველის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი. მედია ცენტრმა და კახეთის ხმამ უზრუნველყო ერთის მხრივ დაინტერესებული ჯგუფების  ინფორმირება სახელმწიფოს პროგრამების მიმდინარეობის შესახებ, მეორე მხრივ კი საჯარო დიალოგის გზით გაიზარდა ხელისუფლების ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა მიმართ რთველის სუბსიდირების ფარგლებში.
2010 წლის თებერვლიდან, როგორც სამიზნე ორგანიზაცია, ჩართულები ვართ კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი ”კავკასიური სახლის” რეგიონულ პროექტში ”სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი ხელისუფლება კახეთის რეგიონის განვითრებისათვის”.  აღნიშნული პროექტი ევროკავშირის მიერ ფინანსდება. 
პროექტის ფარგლებში, ჩვენ გამოცდილი კონსულტანტების დამხარებით ვისწავლეთ და შევიმუშავეთ ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა; სტრატეგიაზე მუშაობის პერიოდში ჩვენ ”კავკასიური სახლის” დახმარებით რეგულარულად ვაწყობდით სამუშაო დოკუმენტის საჯარო განხილვებს, შესაბამისად ჩვენი სამუშაო პრიორიტეტები მაქსიმალურად ასახავს მიზნობრივი ჯგუფისა და დაინტერესებული ადამიანების ხედვას. 
განხორციელებული პროექტები 
მედია ცენტრი კახეთი დაფუძნდა 2002 წლის 3 სექტემბერს. ორგანიზაციის შექმნის იდეა დაეფუძნა დამოუკიდებელი მედიის განვითარების მხარდაჭერის საჭიროებას და იმ ლეგიტიმურ უფლებას, რომ სამოქალაქო საზოგადოებას  უფლება აქვს მიიღოს ობიექტური ინფორმაცია და იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
თავდაპირველად ორგანიზაციის დამფუძნებლებმა, როგორც კერძო ინიციატორებმა გაიარეს რა  პროექტ ჰარმონიას, ქალთა ლიდერობის პროგრამა, გადაწყვიტეს თემის აქტიურ, ლიდერ ქალთა მობილიზაცია ორგანიზაციის მიზნების პოტენციური მხარდაჭერისათვის. 
მალევე გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში 2002-2003 წლებში საქართველოს 5 რეგიონის თემის, სოფლის ლიდერ ქალთათვის ჩავატარეთ ტრეინინგების ციკლი “აქტიური სამოქალაქო როლი და ლიდერობა”. 
დაფუძნებისთანავე  ორგანიზაცია აქტიურად იყენებს  გაზეთ "კახეთის ხმის" რესურსებს. ფაქტობრივად, ეს ორი ორგანიზაცია  ერთად უზრუნველყოფს  კახეთის რეგიონში უფრო ინფორმირებული და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისა და სამოქლაქო კულტურის ფორმირების ხელშეწყობას.
2007 წელს, როგორც ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფესტივალის `მე ადამიანის~ თანაორგანიზატორმა, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახელობის სახლ-მუზეუმში მოაწყო ვორქ-შოპი ფოტოჟურნალისტებისათვის და ორგანიზება გაუკეთა ფოტო გამოფენას. ამ აქტივობის მხარდამჭერები ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, ევროკომისიის წარმომადგენლობა და კავკასიის ჟურნალისტთა სკოლა GIPA იყვნენ.
მედია ცენტრი "კახეთის ხმასთან" ერთად აქტიურად იყენებს ახალგაზრდა მოხალისეთა რესურსებს პროექტის "ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის" ინსტრუმენტით. ეს პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო კულტურის ამაღლებას და მათ ჩართვას სამოქალაქო პროცესებში.
სწორედ ამ რესუსების აქტიური გამოყენებით მედია ცენტრმა დაიწყო სამოქალაქო მონიტორინგის აქტივობები 2008-2009 წლებიდან. თავდაპირველად გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (Gთძ) მხარადაჭერით სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა ინიციტივების წარდგენა სიღნაღის საკრებულოში და საკრებულოს გადაწყვეტილებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება.
სამოქალაქო და მედიის ერთობლივი მონიტორინგის კარგი მაგალითი იყო  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი რთველის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი. მედია ცენტრმა და კახეთის ხმამ უზრუნველყო ერთის მხრივ დაინტერესებული ჯგუფების  ინფორმირება სახელმწიფოს პროგრამების მიმდინარეობის შესახებ, მეორე მხრივ კი საჯარო დიალოგის გზით გაიზარდა ხელისუფლების ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა მიმართ რთველის სუბსიდირების ფარგლებში.

2010 წლის თებერვლიდან, როგორც სამიზნე ორგანიზაცია, ჩართულები ვართ კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი ”კავკასიური სახლის” რეგიონულ პროექტში ”სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი ხელისუფლება კახეთის რეგიონის განვითრებისათვის”.  აღნიშნული პროექტი ევროკავშირის მიერ ფინანსდება. 
პროექტის ფარგლებში, ჩვენ გამოცდილი კონსულტანტების დამხარებით ვისწავლეთ და შევიმუშავეთ ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა; სტრატეგიაზე მუშაობის პერიოდში ჩვენ ”კავკასიური სახლის” დახმარებით რეგულარულად ვაწყობდით სამუშაო დოკუმენტის საჯარო განხილვებს, შესაბამისად ჩვენი სამუშაო პრიორიტეტები მაქსიმალურად ასახავს მიზნობრივი ჯგუფისა და დაინტერესებული ადამიანების ხედვას. 


 


 

თელავის მერის კანდიდატის პლატონ კალმახელიძის ერთი სამუშაო დღე (R)

kakhetinews.ge

განცხადებები
პირველი განცხადება
მეორე განცხადება