მედია ცენტრი
კინოკლუბი
08 ოქტომბერი 2014
მობილური კინო კლუბის იდეა მდგომარეობს შემდეგში: გააუმჯობესოს გურჯაანის მუნიციპალიტეტში კულტურული სერვისები, მხარი დაუჭიროს საზოგადოებისა და ახალგაზრდების კულტურულ ცხოვრებაში ჩართვას და კულტურული სერვისები გახდეს უფრო მრავალფეროვანი და მდიდარი. 


იდეის განხორციელება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი ხელისუფლება კახეთის რეგიონის მხადაჭერისათვის" განხორციელების შედეგად. პროექტის, რომელიც ხორციელდება “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლის” მიერ, ფარგლებში მედია-ცენტრმა - კახეთი, მიიღო დაფინანსება ქვე-გნარტის სახით; 


მედია-ცენტრი კახეთის ბაზაზე მობილური კინო-კლუბის დაფუძნების შედეგად ორგანიზაციას გადაეცა სათანადო აღჭურვილობა, რაც საშუალებას მისცემს, საზოგადოებას შესთავაზოს მხატვრული და დოკუმენტური ჟანრის ფილმები, ხოლო კინო კლუბის მობილობა საშუალებას იძლევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კულტურის სახლებში, სახლ-მუზეუმებშიც მოხდეს ახალი და რეტრო ფილმოთეკის შეთავაზება. კინო-ტექნიკის გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში, გურჯაანის მუნიციპალური კულტურის სამსახურსაც შეეძლება.

 

თელავის მერის კანდიდატის პლატონ კალმახელიძის ერთი სამუშაო დღე (R)

kakhetinews.ge

განცხადებები
პირველი განცხადება
მეორე განცხადება